გია გეგუჩაძე „ბათუმში“ მუშობას აგრძელებს. კლუბმა მწვრთნელთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გეგუჩაძე სხვადასხვა დროს წვრთნიდა თბილისის „დინამოს“, რუსთავის „გორდას“, ქუთაისის „ტორპედოს“, „ზესტაფონს“, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს.
57 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ბათუმი“ პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი (2021), სამჯერ იყო ვიცე-ჩემპიონი (2019, 2020, 2022) და ერთხელაც საქართველოს სუპერთასის მფლობელი (2022).
წლეულს გუნდში რამდენიმე ახალწყვეულია – ბათუმელებმა „თელავიდან“ დაიმატეს გიორგი კვერნაძე, პოლონური „ზაგლებიედან“ კი ლუკა ზარანდია. ამათ გარდა, ახალი სეზონიდან გეგუჩაძესთან ითამაშებს გორის „დილას“ ყოფილი თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე.
მეკარე მიხეილ ალავიძის გუნდიდან წასვლის (მან კარიერა დაასრულა) შემდეგ, ბათუმში ვარჯიშობს უკრაინელი ოლეკსანდრ ტკაჩენკო, რომელის ტრანსფერის საკითხიც უახლოეს პერიოდში გაირკვევა.