ახალი სეზონის დაწყებამდე ქუთაისის „ტორპედომ“ სატრანსფერო საქმიანობა დაიწყო. კლუბის ხელმძღვანელობა რამდენიმე მოთამაშესთან აწარმოებს მოლაპარაკებას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
ქუთაისელებმა პირველ ტრანსფერიც განახორციელეს – მომავალი სეზონიდან გუნდის ღირსებას 18 წლის ჩრდილოეთმაკედონიელი დაშმირ ელეზი დაიცავს, რომელიც მანამდე ადგილობრივ კლუბ „შკენდიაში“ თამაშობდა. მაკედონიის მიმდინარე ჩემპიონატში ელეზიმ „შკენდიაში“ 13 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
სხვათა შორის, ტორპედოელთა ახალწვეული „გარდიანის“ ვერსიით მსოფლიოს 60 ტალანტს შორის მოხვდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის, კონტრატქი უკვე გაფორმდა.