„ზიდანი საფრანგეთია. ჩვენ კი ამხელა ლეგენდას პატივს არ ვცემთ”, — დაწერა კილიან მბაპემ ტვიტერზე. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონისა და 2022 წლის ვიცე-ჩემპიონის ამ ტვიტმა გულშემატკივრებში ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან ცოტა ხნით ადრე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ნაკრების მწვრთნელად დიდიე დეშამს ტოვებს. მოგეხსენებათ, პარიზში „ლურჯების” თავკაცის თანამდებობაზე დეშამის ნაცვლად ზიდანის დანიშვნის ვარიანტს კარგა ხანს განიხილავდნენ. გარდა ამისა, „პარი სენ ჟერმენის” ნათქვამს წინ უძღოდა ფედერაციის პრეზიდენტის ნოელ ლე გრეტის არცთუ კეთილი სიტყვები ზიდანის შესახებ.

კერძოდ, ლე გრეტმა RMC Sport-თან ინტერვიუში თქვა: „ზიდანი შეიძლება ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად დანიშნონ? არ მაინტერესებს, შეუძლია წავიდეს სადაც უნდა. გზა ხსნილია, წავიდეს რომელიმე კლუბში, რომელიმე ქვეყნის ნაკრებში, მიხედოს იმას, რაც ადარდებს. დამიკავშირდა თუ არა? რასაკვირველია არა. მის ზარს არც კი ვუპასუხებდი. დეშამთან თანამშრომლობის გაწყვეტაზე არც კი გვიფიქრია”.

Real Madrid CF's Zinedine Zidane and Kylian Mbappe of PSG are seen in action during the UEFA Champions League match, between Real Madrid and Paris...