დაიწყო 2023 წელი და ნიკოლოზ ბასილაშვილი 2022-ის მსგავსად წაგებების „შეგროვებას“ შეუდგა.
ნიკამ წლის პირველი მატჩი 2 იანვარს, ინდოეთში, პუნეს ტურნირზე იტალიელ მარკო ჩეკინატოსთან წააგო, ხოლო დღეს, ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში კვალიფიკაციის ნახევარფინალში, შვედ მაიკლ იმერთან ორ სეტში დამარცხდა.
უფრო სწორად, ნიკამ პირველი სეტი 1:6 წააგო, ხოლო მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, თამაში შეწყვიტა. სავარაუდოდ, ბასილაშვილი მომდევნო ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობა იქნება.