დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვთნელის პოსტზე მუშაობას განაგრძობს. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ მთავარ მწვრთნელთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა – განახლებული ხელშეკრულება 2026 წლის ივნისამდე იქნება ძალაში.

დეშამი საფრანგეთის ნაკრებში 2012 წელს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი და 2021 წლის ერთა ლიგა, აგრეთვე ითამაშა ევრო 2016-სა და მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ფინალებში.

დეშამის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ნაკრებმა 139 მატჩი ჩაატარა და 89 მოიგო.