Huge crowds bid football star Pele farewell in Santosყოფილი და მოქმედი ბრაზილიელი ფეხბურთელები, რომლებიც პელეს დაკრძალვაზე არ მივიდნენ, გულშემატკივრებმა მკაცრად გააკრიტიკეს. განსაკუთრებით მათ დაემდურნენ, ვინც სოციალურ ქსელებში სამძიმარი დაწერა, დასაფლავებაზე კი არ ჩავიდა.

უპირველესად პელეს თანაკლუბელ, სანტოსელ ნეიმარს „მოხვდა.“ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავმა პელესადმი გამოსათხოვარი წერილი დაწერა, თუმცა ამით ფანების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

ერთი ქომაგი წერს: „ლაპარაკი ადვილია. შენ დაკრძალვაზე მამა გაგზავნე, თავად კი არ მიხვედი.“

კრიტიკა არ დაუკლიათ ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავისთვის, კაკასთვისაც, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინათ ბრაზილიელებს უსაყვედურა – ვეტერანებს საკადრის პატივს არ სცემთ. აბა, ნახეთ ევროპელები როგორ იქცევიანო.

ახლა ეს სიტყვები გაუხსენეს: „თქვენ ისეთი ადამიანის დაკრძალვაზე არ მიხვედით, რომელმაც გზა გაგიკვალათ და გაქციათ იმათ, რაც ხართ.“

ასევე გააკრიტიკეს: ზიკო, რომარიო, რონალდო და რონალდინიო, რომლებიც „მეფის“ დაკრძალვაზე არ გამოჩენილან.