საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. საამისოდ ტიტე კალანდაძის გუნდი საბერძნეთში შეიკრიბა, სადაც მასპინძლებს ერთხელ უკვე შეხვდა და ხვალ მეორედაც გაეჯიბრება.
პირველი მატჩი კი დღეს გაიმართა და ელადელთა გამარჯვებით 34:32 დასრულდა. მასპინძლები საწყისი წუთებიდანვე ლიდერობდნენ და ერთ მომენტში სხვაობამ 5 ბურთსაც მიაღწია, მაგრამ ტაიმი ბერძნებმა 17:14 მოიგეს.
შესვენების შემდეგ კალანდაძის გუნდი ცდილობდა მატჩი გადაერჩინა და ერთ მომენტში სხვაობა მინიმუმამდეც (31:30) დაიყვანა, მაგრამ ეს იყო და ეს – ჩვენმა ნაკრებმა მეტის გაკეთება ვერ მოახერხა და დამარცხდა.
მეორე მატჩი სალონიკში 5 იანვარს გაიმართება.