The vertical cemetery overlooks the Vila Belmiro Stadium
ხედი სასაფლაოს მეცხრე სართულიდან

ლეგენდარული პელე სან პაულუში უნიკალურ, მრავალსართულიან სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი სართულიდან სიმბოლურად იშლება ხედი, რომელიც გადაჰყურებს სტადიონს, სადაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა „სანტოსის” შემადგენლობაში დიადი კარიერა გაატარა.

წინა დღით პროცესია „ფეხბურთის მეფის” ღია კუბოს მიჰყვებოდა. მიცვალებული დაასვენეს „ვია ბელმიროს” სტადიონზე, სადაც მამის ცხედრის ტარებაში მისმა ვაჟმა ედინიომაც მიიღო მონაწილეობა. ამ სარბიელზე ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 18 დაუვიწყარი წელიწადი გაატარა.

როგორც მსოფლიო პრესა წერს, მგლოვიარე ედინიოს განცდა თვალსაჩინო იყო. რაც შეეხება გარდაცვლილის ქვრივს მარსია აოკის მას ბრაზილიის პრეზიდენტი ლუიშ ინასიუ ლულა მიჰყვებოდა მხარდამხარ. გასვენებაში აგრეთვე მონაწილეობდა ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო.

კუბოს სხვადასხვა დათვლით მიჰყვებოდა 230 000 ადამიანი. ეს ხალხი 2 კილომეტრიან პროცესიას ქმნიდა.

პელეს ცხედარი სტადიონზე 24 საათი ჰყავდათ დასვენებული, შემდეგ კი ქალაქის ქუჩებში გაატარეს. პროცესიამ მიცვალებულის 100 წლის დედის სელესტეს სახლთანაც ჩაიარა.

სასაფლაოზე ორკესტრი „სანტოსის” ოფიციალურ ჰიმნს უკრავდა. მანამდე ჟღერდა სხვადასხვა სამბა, რომლებიც პელეს უყვარდა.

სასაფლაო, რომლის მეცხრე სართულზე დაკრძალეს „ფეხბურთის მეფე”, თოთხმეტსართულიანია. ის 14 000 სარკოფაგს შეიცავს. მის ტერიტორიაზე არის ჩანჩქერი და ავტომობილების მუზეუმი. ცხადია სასაფლაოზე არის კრემატორიუმი, საძვალე და მავზოლეუმი იმ ოჯახებისთვის, რომელთაც თავიანთი დანატოვრის უფრო კერძო და განსხვავებული ფორმით შენახვა სურთ.

სასაფლაოზე ტროპიკული ბაღიც გაშენებული, სადაც სტუმრებისთვის კაფეა მოწყობილი.