გამოცემა 90min-მა სერია A-ს 2022 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც „ნაპოლის“ რამდენიმე ფეხბურთელი და  მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

„როდესაც კალენდარული წელი დასრულდა, ვიფიქრეთ, შეგვექმნა სიმბოლური გუნდი საუკეთესო მოთამაშეებიდან, რომლებმაც 2022 წელს გაიბრწყინეს“, – წერს 90 min.

„ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედი ფეხბურთელია. მისთვის მოედანზე დაბრკოლება, ფაქტობრივად,  არ არსებობს“, – ასე ახასიათებს გამოცემა შემტევს.

გამოცემა 90 min-ის მიერ შედგენილი სერია A-ს წლის გუნდი ასეთია:

მაიკ მენიო (მილანი); ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი), კიმ მინ-ჯაე (ნაპოლი), ტეო ერნანდესი (მილანი); სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო), ნიკოლო ბარელა (ინტერი), სანდრო ტონალი (მილანი); ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), რაფაელ ლეაო (მილანი).

No description available.