პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის „ალ ნასრთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს. კონტრაქტის მიხედვით, პორტუგალიელი ვარსკვლავი წელიწადში 175 მილიონ გირვანქას მიიღებს.

საუდელებმა 37 წლის ფეხბურთელთან 7-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს. აქედან 2,5 წლის განმავლობაში რონალდო უშუალოდ ფეხბურთით იქნება დაკავებული, ხოლო შემდეგ „ალ ნასრის“ ელჩი გახდება.

No description available.