Gennaro Gattuso 'ashamed' as former Rangers star opens up on infamous Joe Jordan flashpoint - Daily Recordესპანურმა გაზეთმა AS გიორგი მამარდაშვილის კლუბის, „ვალენსიას” იტალიელ მწვრთნელთან ჯენარო გატუზოსთან ვრცელი, ორნაწილიანი ინტერვიუ გამოაქვეყნა. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის საუბარმა „ჩეების” ტექნიკურ-ტაქტიკური საკითხების გარდა გატუზოს ცხოვრების სხვადასხვა ასპექტიც მოიცვა. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს, რომელიც თავად AS-მა ამოარჩია და საიტზე დადო.

AC Milan v Tottenham: Gennaro Gattuso's night of shame, in picturesგატუზომ ფეხბურთის აღქმა შეიცვალა 

27-28 წლის რომ ვიყავი „მილანში” ვთამაშობდი და ერთ-ერთ ესპანურ გუნდს შევხვდით. ჩვენ დავრბოდით და ბურთი მხოლოდ წინ მიგვქონდა. უცებ ჩემს თავს დავუსვი შეკითხვა: რატომ? შემდეგ გვარდიოლასთან გავემგზავრე. მას ველაპარაკე. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ვერაფერს ვხვდებოდი.

Gattuso explains the illness that forces him to carry a patch in the eyeროგორია ცხოვრება ფეხბურთში 

როდესაც შენი საქმე ფეხბურთია, ცხოვრება არ გაქვს. ამიტომ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ცოლს. წარმოდგენა არ მაქვს, ისევ ჩემთან რატომ ცხოვრობს. მწვრთნელობას რომ შევუდექი ანჩელოტის დავურეკე და ვკითხე: ამას როგორ უძლებ? პირადად მე მიჭირს. ყოველ დილით ცხრის ნახევარზე ვიწყებ და საღამოს რვაზე ვამთავრებ. შემდეგ, სახლში დაბრუნებულს აბაზანაში კიდევ რაღაც მომდის თავში აზრად და მასაც ფურცელზე ვიწერ. რაღაც უნდა შევცვალო, თორემ დღე-ღამეში 18-19 საათი ფეხბურთზე ფიქრი არ შეიძლება.

ორეული 

ფეხბურთელი, რომელიც ისე თამაშობს, მე რომ ვთამაშობდი, დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, მაგრამ აგერ მსოფლიოს ჩემპიონატზე აღმოვაჩინე. მაროკოელ ნურედინ არმაბატზე მოგახსენებთ. მან ჩემზე ძალიან იმოქმედა. გეგონება ჩემი თავი ვნახე 27 წლის ასაკში.

გლაზგო რეინჯერსი და მამა 

გლაზგოში წასვლა არ მინდოდა. სერია B-ში ორი თამაში ჩავატარე და „პერუჯასთან” ერთად სერია A-ში გადავედი, სადაც კონტრაქტის გარეშე 8 შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა. შემდეგ 18-წლამდელთა ნაკრებში მიმიწვიეს ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. ერთხელ კი მამაჩემი მოვიდა და მითხრა, რომ ჩემით „გლაზგო რეინჯერსის” წარმომადგენლები დაინტერესდნენ. მე ვუთხარი, რომ „რეინჯერსში” გადასვლა არ მინდოდა. მამამ მომისმინა და ლაპარაკს რომ მოვრჩი, მითხრა: „მე არც კი ვიცი როგორ იწერება ის რიცხვი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ ამდენ ფულის საშოვნელად ოთხი ცხოვრება დამჭირდება”. მე მაინც გავჭირვეულდი. მაშინ მამა დამემუქრა: „იცოდე, ამ შანსს ხელიდან თუ გაუშვებ, გაგარტყამ.

ვმუშაობდი, რათა სრულყოფილებისთვის მიმეღწია

გლაზგოში რომ ჩავედი, ინგლისურად ერთი სიტყვა არ ვიცოდი, ორ კვირაში კი შოტლანდიელ ფეხბურთელებზე მეტად ვგავდი შოტლანდიელს. დღეში სამჯერ-ოთხჯერ ვვარჯიშობდი. ერთ საათს დარბაზში ვატარებდი, ორი საათის განმავლობაში ბურთს კედელს ვურტყამდი. ვიცოდი, რომ მაინცდამაინც ტექნიკური არ ვიყავი, მაგრამ მზად გახლდით მოწინააღმდეგე მომეკლა. მთელი ცხოვრება ფეხბურთს მივუძღვენი. როდესაც ვხედავდი, რომ მოედანზე ვინმეს უჭირდა, დასახმარებლად გავრბოდი.

ასეთია ცხოვრება 

სიკვდილის არ მეშინია. მე მას პატივს ვცემ, რადგან სიცოცხლე მიყვარს. მირჩევნია ლომი ვიყო, ვიდრო კატა. ყოველთვის ჯობს სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვრო. მე მიყვარს ცხოვრება და არ ვფიქრობ, თუ რა მოხდება მერე. ხვალემ იკითხოს ხვალისა. არასდროს ვჩერდები. როდესაც ჩემს თავს ტელევიზორში ვხედავ, არ მსიამოვნებს. მე ის კაცი არ ვარ ვისაც ჰქონია, რომ კამერა სულ მას უღებს, ამიტომ, როდესაც ადრენალინი მაწვება თავს ვერ ვიკავებ. წესით თავს უნდა ვაკონტროლებდე, მაგრამ მწვრთნელი ვარ და როგორც გამომდის ისე ვიქცევი.

გაია მუნდიალიდან დაბრუნდა

ხოსესთვის მსოფლიოს ჩემპიონატიდან მცირე ტრავმის გამო დაბრუნება ძნელი გადასატანი იყო. რომ მოვიდა, იმავე დღეს ვარჯიში უნდოდა. მე ვაიძულე წასულიყო და დაესვენა. საბედნიეროდ, ის საღი აზრით დაგვიბრუნდა. გაია საოცარი ფეხბურთელია, ჩვენს გუნდს ბევრს ჰმატებს. ნამდვილი კაპიტანია, დიდი ინტელექტი აქვს. მისი მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოშვება უსამართლობა იყო თუ არა?  ძნელი სათქმელია. მე ვუთხარი ხოსეს: შენ ფეხბურთელის პოზიციიდან ფიქრობ, მე კი საკითხს მწვრთნელის პოზიციიდანაც ვუყურებ. მწვრთნელს რთული გადაწყვეტილება უნდა მიეღო და მიიღო.

ევროთასები 

მე „ვალენსიაში” იმიტომ ვარ, რომ ევროთასებზე გავიდეთ. აქ იმიტომ კი არ ჩამოვსულვარ, რომ სკამი შევინარჩუნო. მაგრამ, მეორე მხრივ უნდა დავფიქრდე, ვართ კი ევროპაში სათამაშოდ მზად? არა მგონია. დღეს, კვირაში სამი შეხვედრისთვის მზად არ ვართ. ევროპისთვის ბრძოლა სწორია, მაგრამ რეალობა სხვა არის: ვართ დღეს მზად თუ არა? ეს რის მთავარი კითხვა.