წყალტუბოს „სამგურალს“ გიორგი მიქაძე აღარ გაწვრთნის. მთავარი მწვრთნელის განთავისუფლების შესახებ განცხადება კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად გაავრცელა –  მთავარ მწვრთნელთან შრომითი ხელშეკრულება კლუბის გადაწყვეტილებით შეწყდა.

„სამგურალმა“ მადლობა გადაუხადა მიქაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში „სამგურალმა“ 57 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

წილი
წინა სტატიაპელე გაზაფხულიდან
შემდეგი სტატიაფანცულაია ცხადაძესთან… ყაზახეთში
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...