Luka Doncic lifts Mavericks past Knicks with wild comeback, 60-point  triple-double60 ქულა, 21 მოხსნა და 10 პასი – ასეთია ლუკა დონჩიჩის მონაგარი მატჩში, სადაც „დალას მავერიქსმა“ შინ „ნიუ იორკ ნიკსს“ 126:121 მოუგო.

სლოვენიელმა ფანტასტიკურად ითამაშა – 31-იდან 21 ორქულიანი ჩაადო, პერიმეტრიდან 6-ჯერ შეუტია და მიზანს ორმა უწია, ხოლო 22 საჯარიმოდან 16 ზუსტად ესროლა.

NBA-ს ისტორიაში, დონჩიჩი პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც ერთ შეხვედრაში 60+ ქულა, 20+ მოხსნა და 10+ პასი მიითვალა.

ლუკამ სხვა რეკორდებიც დაამყარა:

  • მეორე სამმაგი დუბლი NBA-ში, როდესაც კალათბურთელმა 60 ქულა ჩააგდო; მანამდე იგივე ჯეიმს ჰარდენს გაუკეთებია – 60 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი;
  • პირველი თამაში NBA-ს მიმდინარე სეზონში, რომელშიც კალათბურთელმა 60 ქულა ჩააგდო;
  • „დალას მავერიკსის“ რეკორდი მატჩში მოპოვებული ქულების რაოდენობით. წინა რეკორდი გერმანელ დირკ ნოვიცკის ეკუთვნოდა – 53 ქულა;