Kvicha Kvaratskhelia.  Lapresseლუჩანო სპალეტისთვის სერია A-ს ჩემპიონატის განახლების წინ სიცხადე მეტია ვიდრე ეჭვი. სულ მცირე იმის თქმა შეიძლება, რომ მისი ფეხბურთელების უმრავლესობა მწყობრშია.

ორნი სამ თამაშში

„ნაპოლიმ” — ისევე როგორც მისმა მეტოქეებმა — ძველებური რიტმი და საუკეთესო ფორმა უნდა აღიდგინოს, რაშიც ამირ რაჰმანისა და რაც მთავარია ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნება დაეხმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია 4 იანვარს „ინტერთან” შეხვედრისთვის, რადგან — შეიძლება ბევრს დაავიწყდა, რომ — „აძურიმ” ჩემპიონატის პირველი ნაწილი თავისი ვარსკვლავის გარეშე დაამთავრა. ქართველი ხომ „ლივერპულთან” შეხვედრაში დაშავდა.

რასაკვირველია, ცხრა დღეში სამი მატჩის ჩატარება („ინტერთან”, „სამპდორიასთან” და „იუვენტუსთან”) ძნელია და ორივე ფეხბურთელმა უნდა დაამტკიცოს, რომ 270 წუთის სირბილი შეუძლია, მაგრამ საბედნიეროდ გუნდს ალტერნატივაც არ აკლია.

დაგეგმილი ტესტები

ხუთივე ვარსკვლავი, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, „ნაპოლის” ჯანმრთელად დაუბრუნდა და სპალეტის ძველებურად თამაშში დაეხმარება. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მინ-ჯაე კიმი, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა და პიოტრ ჟელინსკი თურქეთსა და „მარადონაზე” გამართულ ამხანაგურ თამაშებში გუნდს ძალიან აკლდნენ. ჩამოთვლილ სამეულს, ისევე როგორც ირვინგ ლოსანოსა და მატიას ოლივერას ამ დღეებში პრიმავერასთან (ახალგაზრდულ გუნდთან) ამხანაგურ შეხვედრაში მიეცემათ თავის შემოწმების საშუალება.

მოკლედ, „ნაპოლის” ფეხბურთელთაგან ამ ეტაპზე მწყობრში მხოლოდ ორი არ არის — მეკარე სალვატორე სირიგუ და დიეგო დემე, მაგრამ მათი მდგომარეობის გამო არავინ ღელავს, რადგან სადაცაა გუნდში დაბრუნდება „სამპდორიაში” იჯარით გაშვებული გოლკიპერი ნიკიტა კონტინი ბარანოვსკი, რომლის საქმეც ნეაპოლელებსა და გენუელებს შორის ალესანდრო ძანოლისა და ბარტოშ ბერეშინსკის გაცვლის ოპერაციასთან რის მიბმული. კარსა და ნახევარდაცვაში გუნდს არჩევანის პრობლემა არ აქვს, მითუფრო, რომ ალექს მერეტი და სტანისლავ ლობოტკა ხელუხლებლები არიან.

ჯანლუკა მონტი, ლა გაძეტა დელო სპორტი