Arsene Wenger watched on from the stands after returning for the first time„არსენალის” ლეგენდარული მწვრთნელი არსენ ვენგერი 2018 წლის მაისის შემდეგ პირველად მივიდა „ემირეიტზე”, სადაც „მეთოფეებისა” და „ვესტ ჰემის” თამაშს დაესწრო. მასპინძლებმა მოიგეს 3:1.

2018 წლის მაისში ვნგერმა „არსენალის” თავკაცის თანამდებობა დატოვა. მანამდე ფრანგი 1996 წლიდან მოყოლებული, 22 წლის განმავლობაში ედგა ჩრდილო ლონდონელებს სათავეში. მისი კლუბიდან წასვლის ფორმალური მიზეზი გახლდათ ის, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში სათამაშოდ ვერ გაიყვანა. ასეთი რამ ვენგერის „არსენალში” მუშაობის პერიოდში სულ ორჯერ მოხდა.

„მეთოფეთა” თავკაცის პოსტზე ვენგერი უნაი ემერმა შეცვალა, 2019 წელს კი გუნდი მიკელ არტეტამ ჩაიბარა. არტეტა ვენგერის დროს „ემირეიტზე” თამაშობდა, კაპიტანი იყო. ინგლისში მიიჩნევენ, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩრდილო ლონდონელები მეტ-ნაკლებად ჰგვანან ვენგერის დროინდელ ბრწყინვალე „არსენალს”.

დღეს არსენ ვენგერი 73 წლის არის. მისი ხელმძღვანელობით „არსენალი” სამჯერ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი და შვიდჯერ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგო. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ვენგერის ხელში გუნდი ბურთის ფლობაზე დაფუძნებულ, შემტევ, საყურებლად ასიამოვნო ფეხბურთს თამაშობდა.

არტეტა ყოფილი შეფის სტილის გამეორებას ცდილობს. ფეხბურთელობის წლებში მას ვენგერის შვილობილსაც კი ეძახდნენ.