არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ თქვა, რომ ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ლიონელ სკალონისთან თანამშრომლობა გაგრძელდება:

„სკალონი არგენტინის ნაკრების მწვრთნელია და მომავალშიც იქნება. ჩვენ სიტყვის ხალხი ვართ. უკვე მოვილაპარაკეთ. ახლა ის ესპანეთშია. შვილის პასპორტის საქმეებს აგვარებს. ჩამოვა და მაშინვე მივუსხდებით მაგიდას ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად.“

44 წლის სკალონი ალბისელესტეს 2018 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკა, ფინალისიმა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

Claudio Tapia sobre Lionel Scaloni: "No tengo dudas que va a continuar  siendo el DT de la Selección Argentina"