„ცხადია, ვიცოდი, რომ „ბარსელონა“ დიდი კლუბია. ეს ქალაქის ყველა კუთხეში იგრძნობა. ვფიქრობ, „ბაიერნში“ ამოვწურე ჩემი თავი.„ბარსა“ კი ჩემთვის დიდი გამოწვევა გახლდათ. მინდოდა ამ საინტერესო პროექტის მონაწილე გავმხდარიყავი.
როცა „კამპ ნოუზე“ მიდიხარ, თუნდაც დაღლილი იყო, სულ სხვა გრძნობა გეუფლება. ენერგიით ივსები და საბრძოლველად მზად ხარ. გუნდის გულშემატკივრების დანახვა კი დამატებით მოტივაციას მიჩენს“, – დიახ, ეს ამ საახალწლოდ „ბარსელონას“ პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ თქვა, როცა 2022 წლის ზაფხულში „ბაიერნიდან“ კატალონიურ კლუბში გადასვლაზე ჩამოუგდეს სიტყვა.
შეგახსნებთ, რომ წლეულს კლუბსა და პოლონეთის ნაკრებში, ჯამში ლევანდოვსკიმ 28 მატჩი ჩაატარა, 21 ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე პასი გააკეთა.