Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli, Andre Gomes of LOSC Lille, Bafode Diakite of LOSC Lille battle for the ball during the Friendly match between...სერია A-ს მიმდინარე ჩემპიონატის 15 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” 5 ქულით მეტი მოიპოვა, ვიდრე წინა 2021-22 წლების სეზონში. სავარაუდოდ, ამაში ლომის წვლილი ქართველ გარემარბს ეკუთვნის, რომელიც გუნდს ზაფხულში შეუერთდა.

გასულ სეზონთან შედარებით ყველაზე მეტად მდგომარეობა გამოასწორა „სალერნიტანამ” — სალერნოელებს 9 ქულით მეტი აქვთ. შარშანდელთან შედარებით 8 ქულით გაიუმჯობესეს მდგომარეობა „ლაციომ” და „უდინეზემ”.

ყველაზე დიდ მინუსშია „ვერონა” — ერთი წლის წინ 15 ტურის მერე რომეოსა და ჯულიეტას ქალაქის გუნდს 15 ქულით მეტი ჰქონდა. ვერც გენუაშია საქმე მთლად კარგად — „სამპდორიამ” მიმდინარე სეზონში წინასთან შედარებით ჯერჯერობით 9 ქულით ნაკლები მოაგროვა.

გასულ ჩემპიონატში მე-15 ტური 2 დეკემბერს დასრულდა, მიმდინარეში კი მსოფლიოს ჩემპიონატის უჩვეულო დროს ჩატარების გამო — 13 ნოემბერს.

მე-16 ტურში „ნაპოლი” „სან სიროზე” „ინტერს” ხვდება.

გთავაზობთ სერია A-ს გუნდების ჩამონათვალს დღევანდელი მონაგარით და ფრჩხილებში მივუთითებთ რა სხვაობაა გასულ სეზონში, 15 ტურის შემდეგ დაგროვებულ ქულებთან შედარებით.

ნაპოლი 41 (+5); მილანი 33 (-2); იუვენტუსი (31(+7); ლაციო 30 (+8); ინტერი 30 (-4); ატალანტა 27 (-4); რომა 27 (+2); უდინეზე 24 (+8); ტორინო 21 (+3); ფიორენტინა 19 (-5); ბოლონია 19 (-5); სალერნიტანა 17 (+9); ემპოლი 17 (-3); მონცა 16 (სერია B-ში იყო); სასუოლო 16 (-3); ლეჩე 15 (სერია B-ში იყო); სპეცია 13 (+2); კრემონეზე 7 (სერია B-ში იყო); სამპდორია 6 (-9); ვერონა 5 (-15).