Ahmed Al Barwani, 41, is open to paying more if the player wants to haggleომანელმა ვექილმა აჰმედ ალ ბარვანიმ ლეო მესის მილიონი დოლარი შესთავაზა — მას ის ბიშტი უნდა, რომელიც არგენტინის ნაკრების კაპიტანს მსოფლიოს ჩემპიონატის დაჯილდოებაზე ეცვა.

ალ ბარვანიმ მესის ტვიტერის საშუალებით მიმართა: „ომანის სასულთნოდან გილოცავთ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში გამარჯვებას. არაბული ბიშტი გონიერებისა და სიბრძნის სიმბოლოა. მე თქვენ მასში მილიონ დოლარს გთავაზობთ”.

ბიშტი არაბული ტრადიციული სამოსია, რომელიც დიდწილად მაღალი კლასის წარმომადგენლებს აცვიათ. ბიშტის ტარება დაფასებისა და პატივისცემის ნიშანია. ის ყოველდღიური ტანსაცმელს არ განეკუთვნება.

ომანელმა ვექილმა „ნაციონალთან” ინტერვიუში თქვა: „მე სტადიონზე გახლდით და ჩემი თვალით ვნახე როგორ მოასხა ყატარის ემირმა მესის ბიშტი. ეს იყო მომენტი, როდესაც მთელმა მსოფლიომ გიგო, რომ ჩვენ, არაბები ვართ და ეს ჩვენი კულტურაა. გთხოვთ, დაიმახსოვრეთ. ეს იყო სიამაყის მომენტი, რომელიც ისტორიაში შევა. ის აგრეთვე შეგვახსენებს, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია”.