2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, ნაკრების კაპიტნის ლიონელ მესის გამოსახულება, შესაძლოა, არგენტინის ფულად ბანკნოტებზე განთავსდეს.

არგენტინის ეროვნული ბანკის წარმომადგენლები განიხილავენ გზებს კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების ისტორიული მიღწევის აღსანიშნავად. ვარაუდობენ, რომ კაპიტნის გამოსახულება 1000 პესოს (დაახლოებით 152 ლარი) კუპიურზე დაიბეჭდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ბანკნოტის ნომინალი იწყება ლეოს სათამაშო ნომრით „10“, ხოლო კუპიურის უკანა მხარეს შესაძლოა, წარწერა La Scaloneta დაეტანოს, რაც არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლიონელ სკალონის მეტსახელია.

No description available.