Khvicha Kvaratskhelia of Napoli at Stadio Diego Armando Maradona on December 21, 2022 in Naples, Italy.„ლილთან” ამხანაგურ მატჩში 1:4 წაგების შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ტელეკომპანია „სქაისთან” კომენტარი გააკეთა. გთავაზობთ ამონარიდებს:

„ახლა ჩვენ მზადების ეტაპს ვამთავრებთ. როდესაც მოედანზე გადიხარ, თუ პრესინგში ვერ ყოჩაღობ, რისკავ. დღეს ორი ისეთი გოლი გავუშვით, რომელიც არ უნდა გაგვეშვა, მაგრამ ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გაგვევლო. დღევანდელი შეხვედრის მიხედვით შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, ნაადრევია. ჯერ ფეხებში სათანადო ძალა არ გვაქვს. ახლა ინდივიდუალურ ვარჯიშებს გავაძლიერებთ და მზადებაც ამით დასრულდება”.

დე ლაურენტისი

მე პირადად გასულ თვეში ყველაფერი მომეწონა. ბიჭები გულდასმით ვარჯიშობდნენ. აურელიო დე ლაურენტისი (კლუბის პრეზიდენტი) წაგების გამო იბღვირებოდა, მაგრამ ბოლოს ბედნიერი შობა გვისურვა და საშობაო წვეულებასაც დაგვპირდა.

კვარა

კვარა თანდათანობით აუმჯობესებს თამაშს. ის სერიოზული ბიჭია. ჩვენ მას ორივე ტაიმის განმავლობაში ვტვირთავთ და ეს სწორია.

სატრანსფერო ბაზრის შესახებ

ჩვენი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლი თავისი საქმით არის დაკავებული. ის ნიადაგს იქ სინჯავს, სადაც მოსასინჯია. სადღეისოდ შემადგენლობის თვალსაზრისით არაფერს ვუჩივით. თუ ვინმე დაგვემატება ხომ კარგი, თუ არა და ჯიუნტოლის შეუძლია ხელცარიელიც დაბრუნდეს. ამით არაფერი დაშავდება”.