კრიშტიანუ რონალდუს უფროსმა დამ, კატია ავეირუმ, მოყვა თუ როგორ ეხმარებოდა ძმას ყმაწვილობისას.
„მაშინ ჩემი უმცროსი ძმა 13 წლის იყო. დღეში 16 საათს ვმუშაობდი და კვირაში მხოლოდ ნახევარი დღე მქონდა დასვენება. პირველი ხელფასით მას სპორტული ფეხსაცმელი ვუყიდე, ძალიან უნდოდა. ფეხსაცმელში ცოტა ფულიც ჩავუდე.
ცხოვრება შეიცვალა. კრიშტიანუ გაიზარდა და ადგილები გავცვალეთ. თუმცა ერთის ისტორია მეორისას არ აკნინებს“, – წერს ავეირუ სოციალურ ქსელში.