უეფამ ტურინის „იუვენტუსის“ მიმართ, შესაძლოა, მკაცრი ზომები გაატაროს და კლუბი ევროთასებიდან მოკვეთოს. სანქციები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ „იუვენტისს“ ფინანსური დარღვევების ფაქტი დაუმტკიცდება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, „იუვენტუსი“ ფარულად უხდიდა ხელფასს ფეხბურთელებს, თუმც კლუბმა საჯაროდ განაცხადა, რომბიჭებმა დროებით უარი თქვეს ფულზე. „ბებერმა ქალბატონმა“ 17 ფეხბურთელს დაახლოებით 60 მილიონი ევრო გადაუხადა. საჯარო განცხადების მიუხედავად, რომ ფეხბურთელებმა ხელფასზე უარი თქვეს, „იუვეს“ ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებთან დიდი თანხების გადახდაზე ფარული შეთანხმება გააფორმა.