Khvicha Kvaratskhelia of Napoli during a training session on December 20, 2022 in Naples, Italy.„როგორ უნდა ჩააყენოს „ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ჩემპიონატის განახლებამდე ანუ 15 დღეში საუკეთესო ფორმაში? — იკითხა „ლა გაძეტა დელო სპორტმა” გუშინ და დასძინა, — ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ ეს ფორმა მას დიდი ხნით შეანარჩუნებინონ. ბიჭმა ხომ ახალი სეზონი ფაქტობრივად დასვენების გარეშე დაიწყო.

ივლისის დასაწყისში ის უკვე ნაპოლის საწვრთნელ ბაზაზე იყო, მანამდე კი ივნისის ჩათვლით არ დაუსვენია. სიმართლე უნდა ვთქვათ, ბათუმის „დინამოს” ზაფხულის შეხვედრებში ის არ დაუტვირთავს, რითაც მოუფრთხილდა, მაგრამ იმ დროს უკვე გაყიდული ხვიჩა ვარჯიშს განაგრძობდა და ივნისში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც სამი გოლი გაიტანა. ასე რომ ნოემბერში ქართველს ნანატრი შვებულება გამოუვიდა.

ის, რომ დეკემბერის დასაწყისში თურქეთში დაწყებული მოსამზადებელი პროგრამა ჰგავდა შეკვეთით შეკერილ სამუშაო კოსტუმს, რომელიც ნებისმიერ დატვირთვას ზომავს, ნორმალურია. ახლა ჩვენი გუნდის ფიზიკური ფორმა დამაკმაყოფილებელია, რის დასტურიც გახლდათ „ვილიარეალთან” ამხანაგურ შეხვედრის ბოლოსკენ მზარდი ზეწოლა, ხოლო რაც შეეხება ბრწყინვალებას, მისი აღდგენა ამ დღეებშია საჭირო. გრაფიკი ამ თვალსაზრისითაც დაცულია”.