kvara naples retreat„ნეაპოლელებისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, ქართველებისთვის, ოჯახი უმთავრესია”, — თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ ფედერიკო მეორის სახელობის უნივერსიტეტის სან ჯოვანი ა ტედუჩიოს მთავარ კორპუსში.

როგორც კამპანიური პრესა წერს, ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, იმდენად, რომ მას უკვე მთავარი უნივერსიტეტებიც კი უწყობენ შეხვედრებს.

„როდესაც ნეაპოლში ჩამოვედი, მივხვდი, რომ ადგილობრივი ხალხი ფეხბურთით ცხოვრობდა, ხოლო როდესაც პირველად ვითამაშე „მარადონაზე”, თავი ნამდვილ პროფესიონალად ვიგრძენი. ნეაპოლელები იმის გამო, რაც გავაკეთეთ ჩვენგან ბევრს ელიან. ისინი ელიან, რომ კვლავ იმ დონეზე გავაგრძელებთ, რომელსაც დასაწყისში მივაღწიეთ და მინდა მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის მათ დიდი მადლობა გადავუხადო”, — თქვა კვარაცხელიამ.