ყატარში დასრულებული მონდიალის შემდეგ ინდივიდუალური ჯილდოებიც ჩამოარგიგეს.
საუკეთესო ფეხბურთელად, ცხადია, ლეო მესი აღიარეს. არგენტინელი ფეხბურთელის კონკურენტები ფრანგი კილიან მბაპე და ხორვატი ლუკა მოდრიჩი იყვნენ, თუმც…
ტურნირის საუკეთესო მეკარედ არგენტინელი ემილიანო მარტინესი დაასახელეს, ვინც ფინალში ჩინებულ თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ, გუნდი იქამდეც რამდენჯერმე გადაარჩინა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად მისივე თანამემამულე ენცო ფერნანდესი აღიარეს.
ბომბარდირი კილიან მბაპე გახდა, ვინაც 8 ბურთი გაიტანა და ერთით აჯობა არგენტინელ ლეო მესის. ფრანგმა ფეხბურთელმა ეს 597 წუთში მოახერხა, ხოლო მესიმ 7 გოლის გატანას 690 წუთი მოანდომა.
სამართლიანი თამაშის პრიზი ინგლისის ნაკრებს გადაეცა, რომლის ფეხბურთელებმა ხუთ მატჩში მხოლოდ ერთი გაფრთხილება მიიღეს – ჰარი მაგუაირმა მეხუთე მატჩის ბოლო წუთზე.