calcionapoli1926-ს იმედი მიეცა, რომ „ნაპოლი” სერა A-ს მიმდინარე ჩემპიონატში სკუდეტოს მოიპოვებს.

ადამიანი როგორ ჩანს ყველგან ცრუმორწმუნეა და ზეციურ მინიშნებებს ეძებს. საქმე კი ის არის, რომ მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატში არგენტინის ნაკრებმა გაიმარჯვა და… შემდეგ სეზონში „აძურიმ” იტალიის ჩემპიონატი მოიგო.

აი, გამოხდა 36 წელი და არგენტინამ კვლავ აღმართა მსოფლიო თასი. გინდ გაიკვირვეთ, გინდ არა, მაგრამ არგენტინელთა ჩემპიონობას ისევ „ნაპოლის” აღმასვლის პერიოდი ემთხვევა — ლუჩანო სპალეტის გუნდი ცხრილში პირველ ადგილზეა, მდევარ „მილანს” 8 ქულით უსწრებს.

გამეორდება ისტორია? 36 წლის წინანდელთან შედარებით ერთი განსხვავება ის არის, რომ მაშინ არგენტინის ნაკრებს და „ნაპოლის” საერთო ლიდერი ჰყავდათ, გენიალური დიეგო მარადონა. დღევანდელი არგენტინის ლიდერი ლეო მესი კი „პარი სენ ჟერმენში” თამაშობს.

The god & his city: Life of Diego Maradona at Napoli and in Naples - The Economic Times