Crystal Palace-Napoli 1-3-1814როგორც იტალიური მედია წერს, „ნაპოლის” თავისი ვარსკვლავების კბილებით დაცვა და შენარჩუნება მოუწევს, რადგან მდიდარი უცხოური კლუბები მათზე ნადირობას სულ უფრო მეტად და მეტად შეეცდებიან. ბოლო ინფორმაციის თანახმად, „აძურის” ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია პრემიერლიგის კლუბს „ნიუკასლ იუნაიტედს” მონდომებია.

ინგლისურმა „თაიმსმა” დაწერა: „ნაპოლის” მარცხენაფლანგელი ხვიჩა კვარაცხელია „ნიუკასლის” მთავარი მიზანია. 21 წლის ქართველს კლუბი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ფრთხილად აკვირდებოდა და იმდენად მოეწონა, რომ ამ ბიჭის ყიდვა შემდგომი ორი სეზონის მთავარ სატრანსფერო მიზნად დასახა. აღსანიშნავია, რომ კვარამ თავისი თამაშით უკვე ბევრი კლუბის ყურადღება მიიპყრო და დღეს მისი ფასი სავარაუდოდ 57 მილიონ გირვანქას უდრის”.

დღევანდელი კურსით 57 მილიონი გირვანქა 65,3 მილიონი ევრო გახლავთ.