Hakim Ziyech gifts Chelsea important transfer reminder as big January decision awaits - football.londonჰაკიმ ზიეშმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის საპრიზო თანხდ 325 ათასი დოლარი მიიღო და სრულად შესწირა ეს თანხა მაროკოში გაჭირვებულ მოსახლეობას – „ჩელსისა“ და ქვეყნის ნაკრების ნახევარმცველის გადაწყვეტილების შესახებ ინსაიდერი ხალედ ბეიდუნი სოციალურ ქსელში წერს.

ზიეშის მხრიდან ასეთი ჟესტი პირველი არ არის, ის თავისი შემოსავლის ნაწილს მუდმივად უნაწილებს ეროვნული გუნდის წევრებსა და ღარიბ ოჯახებს.

2015 წლიდან მაროკოს ნაკრებში ჩატარებულ 48 მატჩში 19 გოლი გაიტანა. არის 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. არის ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა ხუთეულში.

ყატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მან გოლი გაიტანა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში კანადასთან (2:1). ბელგიასთან მატჩში (2:0) მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

წილი
წინა სტატიამოკლეს!
შემდეგი სტატიაბუსკეტსიც წავიდა…
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.