18 დეკემბერს ყატარში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდენიან. ფიფამ ამ მატჩის არბიტრად პოლონელი შიმონ მარჩინიაკი დანიშნა. 41 წლის მარჩინიაკის ასისტენტები მისივე თანამემამულეები – პაველ სოკოლნიცკი და ტომაშ ლისტკევიჩი იქნებიან. VAR-ის სისტემაზე ასევე პოლონელი ტომაშ კვიატკოვსკი იმუშავებს.
მარჩინიაკმა ამ მონდიალზე ორი თამაში უკვე განსაჯა – ჯგუფური ეტაპზე საფრანგეთისა და დანიის, მერვედფინალში კი არგენტინისა და ავსტრალიის მატჩზე იმუშავა.
სხვათა შორის, მარჩინიაკს საქართველოს ნაკრების შეხვედრაც უმსაჯია, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, სტუმრად, სალონიკში საბერძნეთთან 2021 წლსი 31 მარტს ჩავატარეთ და 1:1 დასრულდა (გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა).
ყატარში ფინალური მატჩი 18 დეკემბერს თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.