გიორგი ჩხეიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონიაკოლუმბიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედლები ბოლოსწინა დღეს მოიპოვა.

109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი წარმომადგენელი გვყავდა – გიორგი ჩხეიძე და ზაზა ლომთაძე. ჩხეიძემ ატაცში 170 კილოგრამი დასძლია, რაც მეექვსე შედეგი იყო, მაგრამ ქართველმა ძალოსანმა აკვრაში იყოჩაღა, სადაც 219 კილოგრამს მოერია და როგორც აკვრაში, ისე ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალი ირგუნა.

ლომთაძე ატაცში 166 კილოგრამით მე-10 იყო, ხოლო აკვრაში 212 კილოგრამის ძლევით მეოთხე ადგილი დაიკავა, ორჭიდში (378) კი – მეშვიდე.

ამაღამ ფიცარნაგზე უძლიერესი ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გავა.