საფრანგეთმა მაროკოს 2:0 მოუგო დ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც 18 დეკემბერს არგენტინას უნდა შეხვდეს. შეხვედრის წინ, ეგრეთწოდებული მოთელვის დროს, „პარი სენ ჟერმინის” ფრანგმა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ ბურთს ფეხი დაარტყა და „ალ ბაით სთედიუმზე” შეკრებილ გულშემატკივართაგან ერთ-ერთს გაარტყა. ფრანგი ქომაგი ნოკდაუნში ჩავარდა. მას მბაპეს დარტყმული სახეში მოხვდა. საბედნიეროდ სისხლი არ გამოსვლია.
23 წლის (24 წლის 20 დეკემბერს გახდება) პარიზელი თავდამსხმელი მისდა სასახელოდ სწრაფად გადაევლო ბარიერს და ტრიბუნასთან მიირბინა. მან ბოდიში მოიხადა და დარწმუნდა, რომ გულშემატკივარი კარგად არის.