
მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონების თავკაცის პოსტზე კარლო ანჩელოტისა და პეპ გვარდიოლას გვარებმა კი გაიჟღერა, მაგრამ გადაჭრით არაფერი თქმულა.
ამასთან, ბრაზილიის ნაკრებში უცხო ტომელის ხილვა არც თავად ბრაზილელებს სურთ. პირველი ამის წინააღმდეგ რივალდო წავიდა.
„სხვა ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგი ვარ. ეს ბრაზილიელელი მწვრთნელების უპატივცემულობაა. გვყავს ჩვენ ისეთი სპეციალისტები, ვისაც შეუძლიათ ახლავე ჩაუდგნენ სათავეში ბრაზილიის ნაკრებს და კარგად იმუშაონ. ამასთან, უცხოელი სპეციალისტის მოწვევა არ არის მსოფლიოს ჩემპიონობის გარანტი. რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ არიან კარგი სპეციალისტები, მაგრამ ეს ჩვენი ეროვნული გუნდია. თუ უცხოელს ამდენი შეუძლია, საკუთარი ქვეყნის ნაკრები აჩემპიონოს. ჩვენ ჩვენი სისხლი გვინდა, ბრაზილიური სისხლი“, – ამბობს რივალდო.
ამასობაში კი ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ გამოაცხადა, რომ ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა 2023 წლის იანვარში გამოაცხადებს.