naples kvaratskhelia turkey kvaraზერელედ აზროვნებს ყველა, ვინც ფიქრობს, რომ მედია ფეხბურთის ჩემპიონატის ან ზოგადად ცხოვრებისეული პროცესების მსვლელობაზე გავლენას არ ახდენს. სასამართლო გარჩევებზე ხშირად მოქმედებს ის, თუ რას ამბობენ ტელევიზიაში, სისხლის სამართლის საქმეთა ვექილები სტრატეგიის შემუშავებისას პრესა-ტელევიზიის ფაქტორს ითვალისწინებენ და სიტყვებს დიდი სიფრთხილით არჩევენ. მათ კარგად იციან, რომ კარგია ეს თუ არა, საზოგადოებრივმა აზრმა საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს.

შეხედეთ, რა ხდება „იუვენტუსის” გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მთელი რიგი კანონდარღვევები — რომლებზე საუბარიც აქ არ გვინდა — „ტუტოსპორტი” „ბებერ ქალბატონის” წინ ფარად აღიმართა. ვიყოთ გულწრფელები, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ საქციელში საღი აზრი არ დევს, „ტუტოსპორტისგან” სხვას არავინ არაფერს ელოდა. და ეს მაგალითი კარგად აჩვენებს, თუ რა დრამატულად მარტოა „ნაპოლი”. ამ კლუბის უკან არ დგას მძლავრი რედაქცია, „ნაპოლის” არ აქვს საჯარო ხმა, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს. მილანური კლუბები დაცულები არიან — ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია — იგივე შეიძლება ითქვას რომაულ კლუბებზე, რომელთა ერთგული დამცველი არის „კორიერე დელო სპორტი”. „ტუტოსპორტის” და „ბებერი ქალბატონის” სასიყვარულო მიმოწერაზე დასაწყისში ვთქვით.

„ნაპოლი” კი დრამატულად მარტოა: დიეგოს ეს სიტყვები კვლავ და კვლავ ტრიალებს გონებაში.

ადრე ზოგს ეგონა, რომ „კორიერე” „ნაპოლის” ინტერესებსაც დაიცავდა, მაგრამ ამაზე დიდი ტყუილი არ არსებობს. გუშინ, ცნობილი რომაული გაზეთის ფურცლებზე (რასაკვირველია, ლაპარაკია ონლაინ გამოცემაზე) გამოქვეყნდა წერილი სათაურით: „ნაპოლი”. კვარაცხელია დაკარგული გოლის მოლოდინში. გარემარბი, რომელმაც ბოლო სამი შეხვედრა წელის ტკივილის გამო გამოტოვა, 43 დღეა მშრალად არის”.

ინფორმაციის გავრცელებისა აზრის თავისუფლად გამოხატვის პრინციპებს ვაღიარებთ, მაგრამ იმავდროულად კითხვას ვსვამთ: როგორ შეიძლება ეჭვის თვალით შეხედო ისეთ მოთამაშეს როგორიც არის კვარა, რომლის თამაშის ხარისხმა და სტატისტიკამ უკლებლივ ყველა აღაფრთოვანა… გულშემატკივარიც და საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელიც. ციფრები მეტყველებს, რომ მან სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის 17 შეხვედრაში 10 საგოლე პასი ჩააწოდა და 8 გოლი გაიტანა. შესაბამისად, რად უნდა ლაპარაკი, რომ „ჩუჩოს” (ვირები „ნაპოლის” მეტსახელია) გულშემატკივრები „კორსპორტის” სათაურმა აღაშფოთა.

დიეგო მართალი იყო, ჩვენ მარტონი ვართ ყველას წინააღმდეგ და ამას ვერაფერს ვუზამთ.

ჯოვანი იბელო. calcionapoli1926