Napoli president De Laurentiis vows not to sign any African players participating in AFCON | Goal.com„ლა რეპუბლიკას” ჟურნალისტმა ანტონიო კორბომ გამოაქვეყნა წერილი, სადაც „ნაპოლის” მფლობელის აურელიო დე ლაურენტისის საქმეებიც მიმოიხილა. გთავაზობთ ამონარიდს:

„აურელიო დე ლაურენტისის დუმილი რაღაც მნიშვნელოვანის მომასწავებელია. ამ ეტაპზე ის აშკარად ფიქრობს. როგორც ჩანს, მას „ნაპოლის” გაყიდვა არ უნდა. თუ აუცილებელი გახდა „ბარის” გაყიდის. სრულიად შესაძლებელია, დე ლაურენტისმა ხელშეკრულებები გააფორმოს ფინანსურ ჯგუფებთან, რომელთაც კალიფორნიაში შეხვდა. შესაძლოა მათთან ერთობლივმა პროექტმა, რომლის ფარგლებშიც დე ლაურენტისი აქციების საკონტროლო პაკეტს შეინარჩუნებს, კლუბი კიდევ მეტად გააძლიეროს.

ინდუსტრიული ანალიტიკოსების ინფორმაციით აშშ-ს ფონდები იტალიური ფეხბურთისადმი სულ უფრო დიდ ინტერესს იჩენენ და მათ შორის მთელი რიგი მომენტების გამო გამორჩეულად დგას „ნაპოლი”. კლუბს არ აქვს ვალი და არ არის დამძიმებული სახიფათო ურთიერთობებით”.