„რომას“ მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, შესაძლოა, პორტუგალიის ნაკრები ჩაიბაროს.
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის მთავარ მწვრთნელ ფერნანდუ სანტუშს თანამდებობდა ოფიციალურად არ დაუტოვებია, როგორც ჩანს, პორტუგალიაში მის შემცვლელეს ეძებენ და ამ პოსტზე „განსაკუთრებულის“ კანდიდატურასაც განიხილავენ. იტალიური მედიის ცნობით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მოურინიოს უკვე დაუკავშირდნენ და შესთავაზეს „რომას“ მწვრთნელობასთან ერთად, ნაკრების დამრგიებლის პოსტიც შეითავსოს.
შეგახსენებთ, რომ ფერნანდუ სანტუშის ხელმძღვანელობით პორტუგალიელები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ და იქ მაროკოსთან 0:1 დამარცხდნენ.