Antony, Marquinhos, Fred, Alex Sandro, Alex Sandro, Danilo, Thiago Silva and Casemiro of Brazil line up for the penalty shoot out during the FIFA...მთელი ბრაზილია განიცდის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალიდან გამოთიშვას, ნეიმარმა კი გლოვის პერიოდი უკვე გაიარა და როგორც ნამდვილი ლიდერი ცდილობს თანაგუნდელებს მხარში დაუდგეს.

თანამედროვე ბრაზილიური ფეხბურთის ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა გამამხნევებელი მესიჯები მისწერა ხორვატიასთან შეხვედრის ბოლოს, პენალტების სერიაში ხელმოცარულ ამხანაგებს ტიაგო სილვას, როდრიგოსა და მარკინიოსს.

„მე გადავწყვიტე მათი ნებართვის გარეშე გავასაჯაროო ჩვენი მიმოწერა, რათა ხალხმა დაინახოს რამდენად გვინდოდა გამარჯვება და როგორ ვიყავით ერთ მუშტად შეკრულები. ქვემოთ გაგაცნობთ ჩემს რამდენიმე მესიჯს, რომლებიც ჯგუფში დავწერე. წაგებას რასაკვირველია ძალიან განვიცდით, მაგრამ სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ რათა გავძლიერდეთ და დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრის მხარდაჭერით კიდევ უფრო გავძლიერდებით. მე ძალიან ვამაყობ, ამ ნაკრების წევრი რომ ვიყავი. მე თითოეული ჩვენი თანაგუნდელის ფანი ვარ. ბიჭების ეს ჯგუფი მუდამ ჩემს გულში დარჩება”, — დაწერა ნეიმარმა.

და პირველი ვინც მან გაამხნევა იყო მარკინიოსი, თანაგუნდელი არა მარტო ნაკრებში, არამედ „პარი სენ ჟერმენშიც”, ფეხბურთელი, რომელსაც ხორვატებთან შეხვედრაში ყველაზე მეტად არ გაუმართლა — ჯერ იყო და მეტოქემ ანგარიში იმიტომ გაათანაბრა, რომ ბრუნო პეტკოვიჩის დარტყმული მას მოხვდა, მიმართულება მცირედ მაგრამ საბედისწეროდ იცვალა და ისე შევარდა კარში; შემდეგ კი მარკინიოსმა პენალტი ვერ გაიტანა.

„გაფუჭებული პენალტი ვერ შეცვლის იმას, რასაც მე შენზე ვფიქრობ, — დაწერა ნეიმარმა, — ძალიან მინდოდა ყველაფერი სხვანაირად რომ მომხდარიყო. ამ …. პენალტმა ოცნებისკენ გზა გადაგვიღობა, მაგრამ გეყოფა, ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ. გავა დრო და ნახავ, ფეხბურთი კიდევ რამდენ კარგ რამეს გვიმზადებს”.

შემდეგ, ნეიმარმა 38 წლის ტიაგო სილვა დაამშვიდა, თანაგუნდელი, რომელიც წაგებამ ისე გააწბილა, რომ ყველაზე მეტს ტიროდა.

„ძმაო, სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით ჩახლართული ყოფილა, ვიდრე მე წარმომედგინა. ძალიან მიჭირს ამის გაძლება. ვერ ვიჯერებ, რომ დავმარცხდით. ყოველთვის, როდესაც ეს ამბავი მახსენდება, მეც ტირილი მინდა”.

და ბოლოს როდრიგო, რომლისთვისაც ნეიმარი კერპია.

„ხომ არ გაგიჟებულხარ? ცდება მხოლოდ ის, ვინც ცდილობს, შენ კი ტუზი ხარ! მე გასწავლი როგორ უნდა ამოქაჩო…”