Spain Manager Luis Enrique reacts on the sideline during the FIFA World Cup Qatar 2022 Round of 16 match between Morocco and Spain at Education City...მადრიდის „ატლეტიკომ” შესაძლოა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადამდგარ ლუის ენრიკეს შესთავაზოს სამსახური. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ 2023 წელს ესპანეთის დედაქალაქის კლუბს არგენტინელი მწვრთნელი დიეგო სიმეონე დატოვებს.

მოგეხსენებათ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლუის ენრიკესთან კონტრაქტი მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკოსთან წაგების შემდეგ შეწყვიტა. „ბარსელონას” ყოფილი თავკაცი ახლა ფეხბურთისგან დასვენებას აპირებს და ამბობს, რომ საქმეს ზაფხულიდან დაუბრუნდება.

ამასობაში, AS იტყობინება, რომ შესაძლოა ენრიკემ „ვანდა მეტროპოლიტანოზე” ამოჰყოს თავი. საქმე ის არის, რომ სიმეონემ შეიძლება „მატრასების მკერავები” დატოვოს. არგენტინელს მადრიდელებთან 2024 წლამდე აქვს ხელშეკრულება.

სიმეონე „ატლეტიკოში” 2011 წელს მივიდა და მთელი ეპოქა შექმნა.

კლუბის აღმასრულებელმა შეფმა მიგელ ანხელ ხილ მარინმა თქვა: „მე ლუის ენრიკე მომწონს როგორც პიროვნება და როგორც პროფესიონალი. ვფიქრობ ის საკმარისად ნიჭიერია საიმისოდ, რომ ლა ლიგის ნებისმიერი გუნდი გაწვრთნას. მისი კანდიდატურა ყველას აწყობს: მედიას, ფეხბურთელებს, კლუბებს. ის თამაშის უმაღლეს დონეს გვთავაზობს”.