Pacers vs. Wizards: Goga Bitadze has career high, hardly plays in 2nd halfNBA-ში დილით ორივე ქართველის კალათბურთელის გუნდმა ითამაშა და ორივემ მოიგო. თუმცა, პარკეტზე მხოლოდ ერთი ქართველი ვიხილეთ. გოგა ბითაძის „ინდიანამ“ შინ 121:111 „ვაშინგტონი“ დაამარცხა.

ბითაძე საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14 წუთი მიეცა, რაც მეტ-ნაკლებად კარგად გამოიყენა. გოგამ ამ დროში 5 ქულა, 3 მოხსნა, თითო პასი და დაფარება მიითვალა. ჩვენებურმა ერთი ორქულიანი ზუსტად ისროლა, პერიმეტრიდანაც ერთი ჩააგდო, მაგრამ ორი მცდელობა ჰქონდა. „ინდიანას“ ახლა 14 მოგება და 12 მარცხი აქვს. ამ შედეგით გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩი კი, 11 დეკემბერს შინ „ბრუკლინ ნეთსთან“ უწევს.

ამავე კონფერენციაში 19 მოგებითა და 5 მარცხით მეორე ადგილზეა სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“. დღეს დილით, „ხარირმებმა“ სტუმრად ლუკა დონჩიჩის „დალასი“ დაამარცხეს – 106:105. მამუკელაშვილი განაცხადშიც არ ყოფილა. მიზეზი მცირე ტრავმა უნდა იყოს, რადგან არც G ლიგაში ყოფილა განათხოვრებული, სადაც ჩვენებური გაცილებით მეტ დროს ატარებს. „ბაქსი“ მომდევნო მატჩს 12 დეკემბერს, სტუმრად, „ჰიუსტონთან“ გამართავს.