არგენტინისა და ნიდერლანდების დრამატულ, მაგრამ უკვე ისტორიულ მატჩს, რომელშიც „ალბისელესტემ” „ორანიეს” პენალტების სერიაში მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, უსიამოვნო ეპილოგი ჰქონდა,  — წერს იტალიური გაზეთი „კორიერე დელო სპორტი” და განაგრძობს:

ფეხბურთელები ტრადიციისამებრ მოედნის ცენტრში შეგროვდნენ, რათა იქიდან დაეჭირათ მხარი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც პენალტებს არტყამდნენ. არგენტინამ გაიმარჯვა, ზეიმის დროს კი ნიკოლა ოტამენდიმ უღირსი ჟესტი იკადრა. „ბენფიკას” კაპიტანმა, ვეტერანმა (34 წლის) მცველმა, ჯერ მეტოქეებს გამოაჯავრა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდა თანაგუნდელებს საერთო სიხარულის აღსანიშნავად. ეს არის საქციელი, რომელსაც დაგმობა სჭირდება, რადგან ის სპორტის ფასეულობათა წინააღმდეგაა.

Argentina reaches Qatar 2022 semifinals with penalty shootout win over Netherlands in World Cup thriller | CNN