Fans visit Souq Waqif, beaches prior to the 2022 FIFA World Cup quarterfinals in Doha, Qatar on December 09, 2022.გახსოვთ ლეგენდარული რვაფეხა პოლი თუ პაული? ის მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დღეებში წინასწარმეტყველებდა და ყველა შეხვედრის შედეგი გამოიცნო — ყოველ შემთხვევაში „კორიერე დელო სპორტს” ასე ახსოვს. ახლა, ყატარში ჰყავთ აქლემი კამილა, რომელიც ასევე ცდილობს წინასწარ თქვას მატჩების შედეგები. ამ ორ არსებას შორის იყვნენ კატა აქილი, ფერეტი კენი, პანდები სუჰაილი და თურაია და თვით შევარდენიც კი, მაგრამ მათ ვერ ივარგეს. თუმცა, ეტყობა ცხოველების პარალელურად კაცობრიობა გამოთვლით ტექნიკასაც უბრუნდება.

Nielsen Holdings plc-ს აქვს ალგორითმი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგების გამოცნობას ლამობს. ეს „ნილსენი” არის ამერიკული კომპანია, რომელიც რის დათვლაც კი შესაძლებელია, ყველაფერს თვლის და ანგარიშობს. და როგორც ირკვევა, მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე მან ესპანეთის და ბელგიის გავარდნის გარდა ყველაფერი გამოიცნო. ბევრმა თქვა, ესპანეთის გავარდნა როგორ უნდა გამოეცნო, ამ გუნდმა ხომ პენალტებით წააგო და ვაპატიოთო.

„ნილსენმა” რასაკვირველია შეჯიბრების დარჩენილ შეხვედრებზეც გამოთქვა თავისი ციფრული-კომპეტენტური აზრი და თქვა, რომ ნახევარფინალში გასვლის ყველაზე მაღალი, 70 პროცენტიანი ალბათობა აქვს ბრაზილიას. რაც შეეხება არგენტინას, მას ნიდერლანდებთან უპირატესობა აქვს, მაგრამ მინიმალური, ისევე როგორც საფრანგეთს ინგლისთან და პორტუგალიას მაროკოსთან.

ალგორითმის თანახმად, 18 დეკემბერს, დოჰაში, ფინალში ერთმანეთს ბრაზილია და პორტუგალია შეხვდებიან, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონები ტიტე და მისი ფეხბურთელები გახდებიან.