მეოთხედფინალების დღეა. ბრაზილია ხორვატიას შეხვდება, არგენტინა – ნიდერლანდებს… ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის უხუცესს, 39 წლის დანი ალვეშს კი ლიონელ მესის შესახებ ჰკითხეს და მანაც უპასუხა, რომ…
„დღეისათვის მესი – არგენტინაა. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, ბურთს პარტნიორები ყოველთვის მას აძლევენ. ლეო შესანიშნავ ფორმაშია. ის ერთ-ერთია, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მონდიალზე.
ჯერ არგენტინასთან ნახევარფინალზე არ უნდა ვიფიქროთ. წინ მეოთხედფინალი და ხორვატიის ნაკრებია“, – თქვა ალვეშმა.
ბრაზილიისა და ხორვატიის მეოთხედფინალური მატჩი 9 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება, არგენტინა – ნიდერლანდები კი 23 საათზე.