ვიქტორ ოსიმენმა თავის ინსტაგრამზე მარიო რუის სასაცილო ფოტო დაპოსტა. მოგეხსენებათ, „ნაპოლიმ” საშობაოდ საგანგებო მაისურები შეკერა, რომელთაც მკერდზე ჩრდილოეთის ირემი ახატია. „აძურიმ” „ანთალიასფორთან” ამხანაგური შეხვედრა სწორედ ამ მაისურებით ითამაშა და 3:2 მოიგო.
ოსიმენმა ფოტოშოპით მარიო რუის და ირმის თავებს ადგილები გაუცვალა და მიაწერა: ეს ვინ გაუკეთა ჩემს ძმას?