სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკიმ“ 109:102 მოუგო „ორლანდოს“ და ჩვენებურმაც, გუნდის გამარჯვებაში არცთუ მოკრძალებული წილი დაიდო.
მამუკელაშვილმა პარკეტზე 23 წუთი დაჰყო, რა დროშიც 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოინაგრა. მამუკელაშვილმა 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 სამიანი ჩააგდო, 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. და რაც მთავარია, მოედანზე მისი ყოფნის პერიოდში „მილუოკიმ“ „ორლანდოს“ 17 ქულით აჯობა.
ამაზე უკეთესი შედეგი „მილუოკელთაგან“ მხოლოდ ჯასტინ ჰოლიდეის ჰქონდა (+19). „მილუოკი“ 17 მოგებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ „ბოსტონს“ ჩამორჩება.
შემდეგ მატჩს „ხარირმები“ 8 დეკემბერს, შინ, „საკრამენტოსთან“ გამართავენ.
გოგა ბითაძის „ინდიანამ“ სტუმრად 112:104 „გოლდენ სტეიტს“ მოუგო. ჩვენებური მოედანზე არ გამოჩენილა. მით უმეტეს, რომ „ინდიანელებს“ ბევრი კალათბურთელი აკლდათ. ინდიანაპოლისელებს 13 მოგება და 11 მარცხი აქვთ. ამ მაჩვენებლით კი, აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა.