Olivier Giroud of France and Antoine Griezmann of France tangle with Jakub Kiwior of Poland during the FIFA World Cup Qatar 2022 Round of 16 match...„ლა გაძეტა დელო სპორტი” ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ფეხბურთში ევროპას კვლავ ცენტრალური როლი უჭირავს. მართალია, მსოფლიოს ჩემპიონატის  მერვედფინალში ოთხივე კონტინენტის წარმომადგენელს აქამდე არასდროს მოუყრია თავი, რაც ავსტრალიის დიდი დამსახურებაა („სოკერუ” ისტორიაში მეორედ გაცდა ჯგუფურ ეტაპს), აზიელთაგან კი იქ იყვნენ იაპონია და სამხრეთ კორეა, მაგრამ ბევრის მოლოდინის მიუხედავად „ბებერ კონტინენტს” პოზიციები არ დაუთმია. შანსი იმისა, რომ ჩემპიონი კვლავ ევროპული ნაკრები გახდება, მაღალია. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის შემდეგ უდიდეს ჯილდოს მხოლოდ ევროპელები იგებდნენ: იტალია, ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი.

England fans during the FIFA World Cup Qatar 2022 Round of 16 match between England and Senegal at Al Bayt Stadium on December 4, 2022 in Al Khor,...მეოთხედფინალში უკვე გავიდნენ ჰოლანდია, რომელმაც აშშ დაამარცხა, საფრანგეთი, რომელმაც პოლონეთს მოუგო, სენეგალის მძლეველი ინგლისი, და იაპონიის პენალტებით გამგდები ხორვატია. მათ გარდა თავი ქუდში აქვს ორ სამხრეთ ამერიკულ გრანდსაც: ავსტრალიასთან გამარჯვებულ ლეო მესის არგენტინას და ბრაზილიას, რომელმაც ცეკვა-ცეკვით სძლია სამხრეთ კორეას.

დღეს კიდევ ორი ნაკრების ვინაობა უნდა გაირკვეს: პორტუგალია შვეიცარიას ეთამაშება ანუ რვა უძლიერესში ყველა ვარიანტში კიდევ ერთი ევროპული გუნდი მოხვდება, ესპანეთი კი მარკოს ხვდება. თუ ლუის ენრიკეს ახალგაზრდული გუნდი აფრიკელებს მოუგებს, მაშინ მეოთხედფინალში რვიდან ექვსი „ბებერი კონტინენტიდან” იქნება, ხოლო თუ წააგებს, თასისთვის ბრძოლას ხუთნი გააგრძელებენ.

ევროპას ოთხი წლის წინანდელ მეოთხედფინალშიც ექვსი გუნდი ჰყავდა: საფრანგეთი, ბელგია, შვედეთი, ინგლისი, ხორვატია და რუსეთი.

თუ ესპანეთი მაროკოს მოუგებს, ისევე, როგორც ოთხი წლის წინ, რვა უძლიერესში მხოლოდ ორი კონტინენტის წარმომადგენლები დარჩებიან: ევროპისა და სამხრეთ ამერიკის.

2014 წელს, ბრაზილიაში, მეოთხედფინალში ოთხი ევროპული გუნდი გავიდა; 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში — სამი, ხოლო 2006 წელს, გერმანიაში — ექვსი.