ინგლისის ნაკრების ვარსკვლავმა რაჰიმ სტერლინგმა მსოფლიოს ჩემპიონატი დროებით დატოვა და შეშინებული სამშობლოში დაბრუნდა — მის სახლს შეიარაღებული მძარცველები დაესხნენ და ოჯახის წევრები დაუშინეს. ძარცვის დროს შინ იყვნენ მისი 27 წლის საცოლე პეიჯი მილიანი და მათი ორი ვაჟი.
ინგლისური პრესა წერს, რომ ბოროტმოქმედებმა 300 ათასი გირვანქის საათები წაიღეს.
სტერლინგმა ფეხბურთის ასოციაციის შეფებს უთხრა, რომ ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ინგლისში. შემაშფოთებელი ამბავი მან სენეგალთან მატჩის დღეს შეიტყო. ამბობენ, თითქოს არ არის გამორიცხული, რომ ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრებთან მეოთხედფინალური შეხვედრისთვის დაბრუნდეს.
სტერლინგის სახლი „ჩელსის” საწვრთნელი ბაზიდან 15 წუთის სავალშიც არ არის. მძარცველები მას შაბათს დაესხნენ თავს. ჯერჯერობით უცნობია შეეფეთა თუ არა ბოროტმოქმედებს პეიჯი, რომელიც პროფესიით ქონების დეველოპერია. არ არის გამორიცხული, რომ მან გაიგო უცხო ხალხის ფეხის ხმა და ბავშვები გადამალა.
რაჰიმს და პეიჯს ორი ვაჟი ჰყავთ, ხუთისა და სამი წლის. სავარაუდოდ, დამნაშავეებს სტერლინგის ოჯახის წევრები ისევ ყატარში ეგონათ. საქმე ის არის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი თამაშის წინ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დოჰადან სურათო დაპოსტა.