სანდრო მამუკელაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძოდით, ეს დაუვიწყარი გამარჯვება  იყო„მილუოკი ბაქსის“ ლიდერის, იანის ადეტოკუმბოს არყოფნაში, ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს „შარლოტ ჰორნეთსთან“ შეხვედრაში პარკეტზე გასასვლელად 15 წუთი მიეცა.
„მილუოკელებმა“ სტუმრად 105:96 მოიგეს, ჩვენებური კი, გუნდს 6 ქულითა და 6 მოხსნით შეეწია.
სანდრომ ორიდან თითო ორქულიანი და საჯარიმო ჩააგდო და ოთხი სამქულიანიდანაც ერთხელ უწია მიზანს. მამუკელაშვილის აქტივში ერთი დაფარებაც იყო.
„ბაქსს“ 16 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა, რაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე მაჩვენებელია. მომდევნო შეხვედრა მილუოკის 6 დეკემბერს, ორლანდოელ „ჯადოქრებთან“ ელით.