ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში ლიდერმა, თბილისის „დინამომ“ დავით სხირტლაძისა და ულად-ომარ იმრანის გოლებით 2:1 დაამარცხა „გაგრა“ და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
უშუალო კონკურენტმა, „ბათუმმა“ კი „ტორპედოსთან“ ფრედ (2:2) ითამაშა და თბილისურ კლუბს სამი ქულით ჩამორჩა.
დინამოელებისთვის ეს საქართველოს ჩემპიონის მე-19 ტიტულია ისტორიაში.