PHOTO Insigne in Castel Volturno, in the company of the medical staff of Napoli - image 2
კასტელ ვოლტურნოს ლორენცო ინსინიე ესტუმრა

„ნაპოლიმ” ვარჯიშები განაახლა. თავიდან გუნდი დარბაზში გახურდა, შემდეგ კი საწვრთნელი ცენტრის პირველ მოედანზე გავიდა და ჯერ აერობიკული წვრთნა ჩაატარა, შემდეგ ბურთთან იმუშავა, ბოლოს კი პატარა ფართობზე ფეხბურთი ითამაშა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი ვარჯიში სრული დატვირთვით, თანაგუნდელებთან ერთად გაატარა, არაფერს გამოკლებია. რაც შეეხება კოსოვოელ მცველს ამირ რაჰმანის, ის ბოლომდე ჯერაც არ გამოკეთებულა და ინდივიდუალური პროგრამით მოქმედებდა.

კასტელ ვოლტურნოში „აძურის” პირველი დღე საინტერესო იყო იმითაც, რომ გუნდს ყოფილი კაპიტანი ლორენცო ინსინიე ესტუმრა, ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა და ბოლოს ინსტაგრამზე კლუბის ექიმებთან ერთად გადაღებული სურათი დაპოსტა.