დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე და D ჯგუფებიც დამთავრდება. საფრანგეთი უკვე მერვედფინალშია, დანრჩენებიდან კი ორივე ჯგუფში, შვიდივე გუნდი ინარჩუნებს ფლეი ოფში გასვლის შანსს. რომელი ნაკრები დარჩება ყატარში და რომელი უკან გაბრუნდება, ეს ამაღამ გაირვევა, იქამდე კი ეს ვნახოთ:

Lionel Messi of Argentina is challenged by Abdulelah Almalki of Saudi Arabia during the FIFA World Cup Qatar 2022 Group C match between Argentina and...C ჯგუფი

პოლონეთი-არგენტინა (23:00)

საუდის არაბეთი-მექსიკა (23:00)

– პოლონეთს პლეი ოფში გასასვლელად ფრე ჰყოფნის, გამარჯვების შემთხვევაში კი პირველ ადგილს დაიკავებს.

– არგენტინა გავა ჯგუფიდან, თუ: მოიგებს; ჯგუფის ორივე მატჩი ფრედ დასრულდება; თუ მისი მატჩი ფრედ დასრულდება და მექსიკა მოიგებს ერთი ან ორი ბურთის სხვაობით.

– საუდის არაბეთი გავა ჯგუფიდან, თუ მოიგებს. ასევე, თუ ითამაშებს ფრეს, ხოლო არგენტინა წააგებს.

– მექსიკა დაიკავებს მეორე ადგილს, თუ თავად მოიგებს, არგენტინა კი წააგებს. ასევე შესაძლებელია ვარიანტი, არგენტინა და პოლონეთი ფრედ დასრულდეს, მექსიკამ მოიგოს ოთხი ბურთის სხვაობით.

Antoine Griezmann of France is fault by Christian Eriksen of Denmark during the FIFA World Cup Qatar 2022 Group D match between France and Denmark at...D ჯგუფი

ავსტრალია-დანია (19:00)

ტუნისი-საფრანგეთი (19:00)

– საფრანგეთი უკვე გასულია მერვედფინალში.

– დანია მოიპოვებს მერვედფინალის საგზურს, თუ მოიგებს და ამავდროულად, ტუნისი ვერ მოიგებს ან გაიმარჯვებს უარესი სხვაობით.

– ავსტრალია გავა პლეი ოფში, თუ მოიგებს. ან ითამაშებს ფრედ, ხოლო ტუნისი ვერ მოიგებს თავის მატჩს.

– ტუნისს აუცილებლად სჭირდება საფრანგეთის დამარცხება და პარალელურ მატჩში იმედი უნდა ჰქონდეს, რომ: ფრე დაფიქსირდება ან დანია მოიგებს უარესი სხვაობით.